მამუკა ხაზარაძე - არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე შევიტანეთ განცხადება ცესკოში, რათა მათ გაეხსნათ ბაზები, დღეს მათგან უარი მივიღეთ და ამის მიზეზი იყო ის, რომ თურმე, არა არსებითი მოთხოვნაა -  ჩვენ მივალთ სასამართლოში

არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე შევიტანეთ განცხადება ცესკოში, რათა მათ გაეხსნათ ბაზები, დღეს ცესკოსგან მივიღეთ უარი და ამ უარყოფის მიზეზი იყო ის, რომ თურმე, არა არსებითი მოთხოვნა არის ეს, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო სპეცოპერაცია, რომლის გატარებაც ქვეყნის მთლიან ოკუპაციას გამოიწვევს.

“ჩვენ, “ძლიერი საქართველო” იყო ინიციატორი და არამარტო ინიციატორი, გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე შევიტანეთ განცხადება ცესკოში, რათა მათ გაეხსნათ ბაზები. თქვენ იცით, რომ იდენტიფიცირებული და ხელმოწერილი ჩეკები ინახება ცალკე. ამ ბაზის გახსნა ავტომატურად მოგვცემს საშუალებას, შევადაროთ იმ ადამიანების ჩართულობა, მიიღეს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. დღეს ცესკოსგან მივიღეთ უარი და ამ უარყოფის მიზეზი იყო ის, რომ, თურმე, არა არსებითი მოთხოვნა არის ეს. ჩვენ მივალთ სასამართლოში, ყველა ოლქში გავასაჩივრებთ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცით, რომ სასამართლო ამას არ დააკმაყოფილებს, მაგრამ ყველა სამართლებრივ პროცედურას გავდივართ, რათა ქართველ ხალხს დავანახოთ, რომ არაფერი დაგვიკლია, რომ ეს არჩევნები მოპარულია და ქართველი ხალხი ამ ქვეყანას დაიბრუნებს იმიტომ, რომ ეს იყო სპეცოპერაცია, რომლის ასე გატარება გამოიწვევს ჩვენს მთლიან ოკუპაციას. ამას ჩვენ არ დავუშვებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე”, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის