ანა ნაცვლიშვილი - „ძლიერმა საქართველომ“ 73 საოლქო კომისიაში შეიტანა საჩივარი  მოთხოვნით, რომ მომხდარიყო ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიების და ე.წ. ჩეკების სიების გასაჯაროება -  მოთხოვნები ტოტალურად არ დაკმაყოფილდა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 73 საოლქო კომისიაში შეიტანეს საჩივარი მოთხოვნით, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები და ე.წ. ჩეკების სიები გასაჯაროვდეს, თუმცა ისინი „ტოტალურად არ დაკმაყოფილდა“.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული სიები საკვანძო ინფორმაციას ინახავს არჩევნებზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ. მისივე თქმით, საოლქო კომისიები მოქმედებენ არა კანონით, არამედ დირექტივით, რომ „დანაშაული დაფარონ“.

„მიგვაჩნია რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არა მხოლოდ გაყალბდა, არამედ მისი მიტაცება მოხდა. ამ დანაშაულის მთავარი სამხილები ე.წ. სამაგიდო სიებში და ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულ სიებშია. სწორედ იმიტომ, რომ დანაშაულის მთავარი სამხილები იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რაც ნათელს გახდის უპრეცედენტო გაყალბების და არჩევნების მიტაცების სქემას, „ძლიერმა საქართველომ“ 73 საოლქო კომისიაში შეიტანა საჩივარი, სადაც იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც არჩევნების მიტაცების სქემას ადასტურებს, ვითხოვდით საოლქო კომისიებისგან, რომ მომხდარიყო ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიების და ე.წ. ჩეკების სიების გასაჯაროება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელ უბანზე რომელი ამომრჩეველია დარეგისტრირებული, როგორც კენჭისყრაში მონაწილე. ეს არის სიები, რაც საკვანძო ინფორმაციას ინახავს ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

ნაცვლად იმისა, რომ საოლქო კომისიებს, როგორც ეს მათ კანონით ევალებათ, დამოუკიდებლად განეხილათ და მიეღოთ გადაწყვეტილება ჩვენს საჩივრებთან დაკავშირებით, „ძლიერი საქართველოს“ მოთხოვნები ტოტალურად არ დაკმაყოფილდა, რაც ადასტურებს: რომ სწორედ ეს სიები არის დანაშაულის მთავარი სამხილი, რომელსაც საოლქო კომისიები და მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია მალავს; საოლქო კომისიები მოქმედებენ არა როგორც კანონი მათ ავალდებულებთ, დამოუკიდებლად, არამედ უკანონო ცენტრალიზებული დირექტივით, რომ დანაშაული დაფარონ და ქართველ ხალხს არ მისცენ საშუალება იცოდნენ სიმართლე, ჩადენილ, უმძიმეს დანაშაულთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აქ არ ვაპირებთ გაჩერებას, გავაგრძელებთ ბრძოლას მათ შორის ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, რათა დადასტურდეს ფაქტები, რომ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო ხმის უფლება ტოტალურად და უხეშად დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“ და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე ყველა პირმა პასუხი აგოს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო