ლევან სამუშია - სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში, არ ყოფილან არათუ საარჩევნო უბნებზე, საქართველოში - გაიხსნას ე.წ. შავი ყუთი, გასაჯაროვდეს მონაცემები

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებას მიმართავს, რომ გასაჯაროვდეს მონაცემები იმის შესახებ, თუ ვინ მიიღო მონაწილეობა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ კოალიციის სხვა წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ მონაცემების გასაჯაროებით დადგინდება მასობრივად მიიტაცა თუ არა არჩევნები ხელისუფლებამ.

„ვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ის, თუ ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. სერიოზული ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ არჩევნებში, საერთოდ არ ყოფილან საარჩევნო უბნებზე და ხშირ შემთხვევაში, საქართველოში არ იმყოფებოდნენ. თუ ეს, ასე არ არის, მივმართავ რუსულ ხელისუფლებას, რისი გეშინიათ?! ჩვენ ვითხოვთ, სამართლებრივ მოქმედებებს, გაიხსნას ე.წ. შავი ყუთი და ვახოთ და ნახოს საზოგადოებამ, ჩაიდინეთ თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული, მასობრივად მიიტაცეთ თუ არა არჩევნები, გამოიყენეთ თუ არა უბანზე არ არსებული, ქვეყანაში არ არსებული ადამიანების ხმები და მათ ნაცვლად მიაცემინეთ თუ არა სხვებს ხმები. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, ე.წ. სამაგიდო სიების, ე.წ. ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ხელმოწერილი ქვითრების გასაჯაროებას, სადაც ნათლად დადასტურდება, რომ ადამიანი, რომელმაც სხმა მისცა და ყუთში ჩავარდა მისი ხმა იმყოფებოდა, თუ არა უბანზე ან იმყოფებოდა თუ არა საქართველოში. თქვენ ამის გეშინიათ, თქვენ ამას არ აკეთებთ და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ მტკიცებულებები არ გასაჯაროვდეს და დაიმალოს. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ მოგმართავთ ეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქმედებით პირდაპირ იღებთ პასუხისმგებლობას ჩადენილ სისხლის სამართლის ამ დანაშაულზე“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს