შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეს - როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ ტერიტორია

როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

როგორც პაპუაშვილი წერს, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია იუკნევიჩიენეს განცხადება, სადაც მან აღნიშნა: „ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, იმათი ხელით, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა“.

„ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს ყველაფერი აქამდე მივიდოდა. როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი.

ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი განცხადება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ მისი ტერიტორია”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს