საბა ბუაძე  - პარტნიორების მხრიდან რეაქციები არის მოცემულობის შესაბამისი, მათი მხარდაჭერა მზარდია და კიდევ უფრო მწვავე რეაქციებს ველოდებით

პარტნიორების მხრიდან რეაქციები არის მოცემულობის შესაბამისი, მათი მხარდაჭერა არის მზარდი და კიდევ უფრო მწვავე რეაქციებს ველოდებით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ საზოგადოებას გააცნეს სამი მიმართულებით მუშაობის გეგმა, რომელთა შორის არის მუშაობა პარტნიორებთან, მუშაობა დარღვევების გამოააშკარავებაზე და მასიური წინააღმდეგობა.

„ჩვენ საზოგადოებას განვუცხადეთ რამდენიმე ძირითადი მიმართულების შესახებ, ეს არის მუშაობა პარტნიორებთან, იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ პროცესის მიმართ მხარდაჭერა გაიზარდოს და გაგრძელდეს; ეს არის მუშაობა იმ დარღვევების გამოაშკარავებისთვის, რომლებსაც მასიურად ჰქონდა ადგილი 26 ოქტომბერს - ჩვენ გუშინ გვქონდა ძალიან ბევრი სახელმწიფოს ელჩთან კომუნიკაცია სწორედ იმ მასშტაბურ გაყალბებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა და გავაცანით კონკრეტული შემთხვევები, რომელმაც კიდევ უფრო დიდი აღშფოთება გამოიწვია; და მესამე მიმართულება ეს არის წინააღმდეგობა და პროტესტი, რომლის მონაწილე მხარეებიც არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე აქტივისტები და დღეს აქ შევიკრიბეთ იმაზე სასაუბროდ, როგორია ჩვენი სამომავლო ნაბიჯები პროტესტთან მიმართებით, როგორ ვაგრძელებთ პროტესტს ორშაბათს, როგორ გაგრძელდება ორშაბათის შემდეგ, ეს პროცესები. ვესაუბრებით სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფს იმიტომ, რომ ეს პროტესტი არის ყველასი, ამ წინააღმდეგობაში მონაწილეობის ვალდებულება აქვს თითოეულ ჩვენგანს იმისთვის, რომ დავიბრუნოთ მიტაცებული ქვეყანა და სათანადოდ ვუპასუხოთ იმ გამოწვევას, რომელიც საქართველოს ივანიშვილმა 26 ოქტომბერს გაუჩინა”, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი მათ მიერ შექმნილ შტაბში საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა