ნიკა გვარამია - დემოკრატიის დაბრუნება არა მხოლოდ პარტიების, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების ვალდებულებაცაა - 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული, ყველას მოვუწოდებ, დაგვეხმარეთ

საქართველოში დემოკრატიის დაბრუნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების უფლება და ვალდებულებაცაა - უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული და მინდა, მოვუწოდო ყველას, დაგვეხმარეთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროცესი პოლიტიკურია და „ლიდერშიპი“ პოლიტიკურ სპექტრს აქვს, მხოლოდ პოლიტიკოსების აზრი არაა განმსაზღვრელი და საზოგადოების დამოკიდებულება უნდა იცოდნენ.

„დღევანდელი ღონისძიება პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ საქართველოში დემოკრატიის დაბრუნება, საქართველოში ხალხისთვის ქვეყნის მართვის სადავეების დაბრუნება არის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების - ყველას უფლებაც და ვალდებულებაც. „ინფლუენსერებზე“ ვსაუბრობ იმიტომ, რომ ყველას თავისი გავლენა აქვს, ყველას შეუძლია ადამიანებს ხმა მიაწვდინოს. ჩვენ მაქსიმალური ჩართულობა გვჭირდება. პოლიტიკური სპექტრი ოდნავ უკანაა, ვიდრე საზოგადოება - ეს უნდა ვაღიაროთ. ამიტომ, კრიტიკული დამოკიდებულებაც გვჭირდება და ამის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვართ მარტო ამ ქვეყანაში. ეს პოლიტიკური პროცესია და „ლიდერშიპი“ პოლიტიკურ სპექტრს აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია განმსაზღვრელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება. ქართული საზოგადოება გაცილებით ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე ჩვენ, ყველა.

რაც შეეხება კარვებს, ჩვენ გვაქვს გამოცხადებული კამპანია „კარვები საქართველოსთვის“, ეს არის ჩვენი, კოალიციის ლოჯისტიკური კამპანია. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ ჩვენ, ერთპიროვნულად, ქუჩაში კარვების გაშლასთან დაკავშირებით. ეს არის ოპოზიციის ერთიანად მისაღები გადაწყვეტილება - ოპოზიციის, რომელიც მალე ხელისუფლება გახდება. მაგრამ ჩვენ ლოჯისტიკური ამოცანა გვაქვს და უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული. მინდა, მოვუწოდო ყველას, დაგვეხმარეთ, ეს იქნება ჩვენი სამშობლოს და ერთიანი მიზნის სამსახური“, - განაცხადა გვარამიამ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა