გიორგი ვაშაძე - სრულად გაშიფრულია დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია, სწორედ ამიტომ ვითხოვთ არჩევნების ხელახლა ჩატარებას

სრულად გაშიფრულია ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა - სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ იყო არჩევნები - ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ „ეს არის ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარებული“ არჩევნები, „ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა“, რომლის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.

„ნოდარ მელაძის შაბათის საგამოძიებო გადაცემაში ვნახეთ სრული სურათი იმ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემის და იმ სპეცოპერაციის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა. სპეცოპერაციის, რომელსაც სახელად ქვია - ყალბი არჩევნები. ჩვენ ვნახეთ როგორ იყენებდა „ქართული ოცნება“ ფარულობის დარღვევას ტოტალური კონტროლისთვის. ვნახეთ, როგორ ატრიალებდა კარუსელს „ოცნება“. ვნახეთ სხვისი დოკუმენტებით ხმის მიცემის კონკრეტული მტკიცებულებები, პირადი ნომრებით უცხოეთში მცხოვრები ადამიანების ნაცვლად ხმის მიცემის კონკრეტული მტკიცებულებები, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც ჩართულები არიან ე.წ რეგისტრატორები კომისიის წევრების სახით და ის ვითომ პროფესიული ნიშნით დანიშნული სუს-ის მიერ შერჩეული ადამიანები, რომლებიც ამ სქემის საკვანძო ფიგურები არიან. ჩვენ ვნახეთ, როგორ ჰქონდათ უკანონოდ აწყობილი ქოლ-ცენტრები და პირდაპირ როგორ ძალადობდნენ ადამიანებზე ამ ქოლ-ცენტრებიდან. ვნახეთ კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ვერც კი უარყოფენ, რომ ჩართულები იყვნენ ამ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ სქემაში.

სრულად გაშიფრულია ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ იყო არჩევნები - ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ საერთაშორისო გამოძიებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. მათ [ოცნებამ“] კარგად იციან, რომ ეს არის ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარებული არჩევნები, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომლის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ.

„სწორედ ამიტომ, ოპოზიცია ვითხოვთ ახლიდან ჩატარებას. ოღონდ არა იმ წესებით, რომელმაც ეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სისტემა ჩამოაყალიბა, არამედ ახალი წესებით, რომელიც თითოეული ადამიანის ხმის დაცვის გარანტი იქნება.

ორშაბათს, 19:00 საათზე ყველა ვიკრიბებით რუსთაველზე, რომ სწორედ ეს გავაპროტესტოთ - სისტემური დანაშაული, რომელსაც „ოცნება“ არჩევნებს უწოდებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა