გიორგი სიორიძე - საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმ სქემების, მტკიცებულებების შესახებ, რომელიც ინტენსიური და ძალიან სერიოზული სამუშაოს შედეგად იქნა მიღებული

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შტაბში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მიმდინარეობდა. აღნიშნულის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი სიორიძის განმარტებით, ერთ-ერთ შეხვედრაზე განიხილებოდა საარჩევნო დღეს მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებული საკითხები.

“არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე ძალიან სერიოზული მასალა არის შეგროვილი, დამუშავებული, დახარისხებული. მუშაობს ყველა ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო სექტორი, რომლებიც წერენ ყველა იმ დარღვევის შესახებ, ასევე, როგორც მოგეხსენებათ გაშიფრულია სქემები. ეს ყველაფერი მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - იმ სქემების, მტკიცებულებების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც ამ ინტენსიური და ძალიან სერიოზული სამუშაოს შედეგად იქნა მიღებული.

[აღნიშნულ შეკრებაში მონაწილეობდნენ] ადამიანები, რომლებიც არიან ყველა ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიის შესაბამისი პირები, იურისტები, საარჩევნო სპეციალისტები და ა.შ.”, - განაცხადა სიორიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს