ირაკლი ქარსელაძე საუდის არაბეთში საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, კონფერენციას საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების სამინისტრო მასპინძლობს და მასში მონაწილეობენ საუდის არაბეთის, კვიპროსის, ქუვეითის, ნეპალის, მალდივის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) წარმომადგენლები და სპეციალისტები დელფტის, ვირჯინიის, არიზონას, ბერლინის და სხვა ქვეყნების ტექნოლოგიური უნივერსიტეტებიდან.

ამასთან, განმარტავენ, რომ კონფერენცია საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების მინისტრმა სალეჰ ალ-ჯასერმა გახსნა.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებისათვის თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტების, ჭკვიანი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენების ახალ შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილეს ურბანული სატრანსპორტო ახალი სისტემებისა და ინკლუზიური უსაფრთხოების მართვის თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები.

„საგზაო უსაფრთხოების და საგზაო მდგრადი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციების, საინჟინრო გადაწყვეტების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტისა და ჭკვიანი საინფორმაციო და მართვის სისტემების გამოყენება. ეს გვაძლევს შესაძლებლობას განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად მივიღოთ ბევრად უფრო ეფექტური სისტემები. მოვისმინეთ მნიშვნელოვანი სიახლეები და ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრესის შესახებ. სწორედ ასეთი წარმატებული გამოცდილებების გაზიარების საფუძველზეა შესაძლებელია თანამედროვე გადაწყვეტების უკვე ჩვენს რეალობაში გადმოტანა, რაც პროექტების კიდევ უფრო ეფექტიანი განვითარების საშუალებას მოგვცემს,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა და ფუნქცია გლობალური დაკავშირებადობისა და „შუა დერეფნის“ განვითარებაში. მან დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს საერთაშორისო საგზაო ქსელის განვითარების შედეგები და გეგმები. აღნიშნა, რომ წარმატებით გრძელდება საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება, რომლის 367 კმ-ით ტრანსპორტი უკვე სარგებლობს. მისი თქმით, ახალი მაგისტრალური გზები შენდება საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებისა და მოთხოვნების სრული დაცვით.

კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის