ირაკლი კუპრაძე - ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას

ახლა კოალიციურ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს საკოორდინაციო შეხვედრა. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან 3 ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ემზადებიან მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას.

„ახლა კოალიციურ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს საკოორდინაციო შეხვედრა. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია. ჩვენ ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას. მოგებული არჩევნები მიისაკუთრა ბიძინა ივანიშვილმა.

დღევანდელი დღის სტრატეგია იქნება ძალიან მარტივი და მკაფიო - 17:00 საათზე შეხვედრა შედგება „სადგურის მოედანზე“ და აქედან მსვლელობით დავიძვრებით „თავისუფლების მოედნისკენ“. 19:00 საათზე მოქალაქეებს უკვე საქართველოს პარლამენტთან ველოდებით. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ შემოუერთდნენ მსვლელობას 17:00 საათიდან”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

ოპოზიციის შეხვედრას ესწრებიან: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.

ინფორმაციისთვის, დღეს, 19:00 საათზე, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის” და „ძლიერი საქართველოს“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

როგორც ცნობილია, სწორედ დღევანდელ აქციაზე წარადგენენ ოპოზიონერი ლიდერები სამოქმედო გეგმას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს