შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარიას სახელით ყველა საჯარო მოხელეს მოუვიდა ერთდროულად მეილი, რაც მიუთითებს, რომ ის ბაზა აქვს, რაც არ უნდა ჰქონდეს

არ არის სერიოზული ჭორაობით იყოს დაკავებული ადამიანი, რომელიც პრემიერი იყო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, არჩევნებში ე.წ. პირადობის მოწმობებით მანიპულირებასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას სახელით მეილები მიუვიდათ საჯარო მოხელეებს, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს საჯარო მოხელეების მინიმუმ მეილების ბაზა, რაც არ შეიძლება რომ ჰქონდეს.

„საინტერესოა...მისი ბრალდება დაიწყო სიტყვებით: „ჩვენი ვარაუდით“. ალბათ, ჭორაობის თანამედროვე ტერმინია „ვარაუდით“. გასაგებია, რომ ამ საკითხზე ჭორაობს, თუმცა რაც არ არის ჭორი, არის ის, რომ პირადად მისი სახელით მიუვიდათ მეილები საჯარო მოხელეებს, რაც ნიშნავს, რომ როგორც ჩანს, მას აქვს საჯარო მოხელეების მინიმუმ მეილების ბაზა, რაც არ შეიძლება რომ ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ის და მისი პარტიის წევრებიც საჯარო სამსახურში იყვნენ, გასარკვევია ხომ არ ჰქონდათ წვდომა ასეთ ბაზებზე, ხომ არ გაიტანეს კანონის დარღვევით ეს ბაზები და იყენებენ პარტიული დანიშნულებით. რამდენადაც ვიცი, პერსონალური დაცვის სამსახურმა ამ საკითხის მოკვლევა დაიწყო. გასცენ პასუხი, რაც ნამდვილად ვიცით, მისი სახელით ყველა საჯარო მოხელეს მოუვიდა ერთდროულად მეილი, რაც მიუთითებს, რომ ის ბაზა აქვს, რაც არ უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება იმ ჭორს, რასაც ის ავრცელებს, არ არის სერიოზული ასეთი ჭორაობით იყოს დაკავებული ადამიანი, რომელიც პრემიერი იყო“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს