შალვა პაპუაშვილი საქართველოს რუკასთან დაკავშირებით კრიტიკაზე - მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე - ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება

მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მის მიერ ბრიფინგზე გამოყენებული საქართველოს რუკის ირგვლივ გავრცელებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შეთანხმდებიან, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ.

:მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება.

როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შევთანხმდებით, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს, ერთ-ერთ სლაიდზე გამოსახულ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით იყო აღნიშნული, რადგან ამ ტერიტორიებზე „ქართულ ოცნებას“ დელეგატები არ ჰყავდა. გავრცელებულ კადრებში საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე აღიქმებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს