ლევან სანიკიძე - „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე ვიხილეთ საქართველოს ღალატის მორიგი ფაქტი - მოქმედმა პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა რუკა, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო არ არიან საქართველოს შემადგენლობაში წარმოდგენილი

დღეს ჩვენ „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე ვიხილეთ საქართველოს ღალატის მორიგი ფაქტი - მოქმედმა პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა რუკა, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო არ არიან საქართველოს შემადგენლობაში წარმოდგენილი. სწორედ ამის ლეგიტიმაციას ცდილობს დღეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უკვე ეჭვი აღარ არსებობს.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს პრეზიდენტი, ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება უკვე ნათლად წარმოადგენს იმ მტკიცებულებებს, რომელიც ეხება და ადასტურებს არჩევნების მოპარვას, თუმცა სანიკიძის თქმით, დღეს, კიდევ ერთხელ დაინახა საზოგადოებამ ის მთავარი მიზეზი, თუ რის გამოა 26 ოქტომბრის არჩევნები მოპარული.

„ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების კეთილდღეობისთვის მოპარული. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე ვიხილეთ საქართველოს ღალატის მორიგი ფაქტი, სადაც მოქმედმა პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა რუკა, სადაც აფხაზეთი და ჩვენი მშობლიური და უმნიშვნელოვანესი სამაჩაბლო არ არიან საქართველოს შემადგენლობაში წარმოდგენილი. სწორედ ამის ლეგიტიმაციას ცდილობს დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც თავს უკრავდა ლავროვს, თავს უკრავდა სიმონიანს იმ განცხადებებზე, სადაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიჩნეულია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. თუ არ ესმით და ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, გაიხსენონ, რა არის საქართველოს რუკა და ამასთანავე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ 343-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულია შემდეგი ჩანაწერი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“ ვინ მისცა პაპუაშვილს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გადახედვის შესაძლებლობა. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც დავსდევთ ყველა იმ რუსს, ოკუპანტს, რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შებღალვას. ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე როდესაც ამ ნაბიჯს დგამს და ბედავს იმ ისტორიის რევიზირებას, რაც ამ ქვეყანამ გაიარა, მე მგონი აღარავის უჩნდება კითხვა, რატომ უნდა მოვიდეს დღეს, რუსთაველის გამზირზე საღამოს 7 საათზე. დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება