კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე, ვინ არის, რას წარმოადგენს, საიდან იმართება, სახე დაკარგა - ჩვეულებრივი მავნებელია, სხვას არაფერს ვიტყვი, გვარამია გეტყვით მაგასთან დაკავშირებით

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე, ვინ არის, რას წარმოადგენს, საიდან იმართება - სახე დაკარგა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქართველი დიპლომატების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველანაირ ჩარჩოს გასცდა და ქვეყნისთვის ზიანის მიყენებით არის დაკავებული.

„ეს ადამიანი საერთოდ გასცდა ყველანაირ ჩარჩოს. არ ვიცი, სახე დაკარგა. ის დღეს დაკავებულია, რომ ქვეყანას მიაყენოს ზიანი. მერწმუნეთ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არაფერი დააკლდება. მან კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე. ვინ არის, რას წარმოადგენს, საიდან იმართება. დააკვირდით მის განცხადებებს. პრეზიდენტი გქვია და გამოდიოდი, ამბობდი, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. ეს არის ჩვეულებრივი მავნებელი. სხვას არაფერს ვიტყვი, გვარამია გეტყვით მაგასთან დაკავშირებით...,“ - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატები უმოქმედობისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის მათ დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს