გია ვოლსკი საქართველოს რუკაზე - დიზაინერების მიმართ პრეტენზია გამოსათქმელია, ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება მკაცრ შენიშვნას იმსახურებს, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი გააკეთებდა ამას განზრახ?!

რასაკვირველია, მე რუკის ვიზუალი დავიწუნე - პირადად ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის მისაღები არ არის, როდესაც პროპაგანდისტული გამოსვლა გაქვს, რეალურ ფაქტებს ეყრდნობი და ამ დროს რუკაზე ნათლად არ ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორია მთლიანად არის მოხაზული, - ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს, “სლაიდზე“ ნაჩვენებ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ვიზუალურად რთულად აღიქმებოდა.

ვოლსკის თქმით, დიზაინერების მიმართ პრეტენზია გამოსათქმელია, „ტექნიკური გაუმართაობა“ შეიძლება მკაცრ შენიშვნას იმსახურებს, მაგრამ „ეს იმ პოლიტიკას არ ასახავს, რაც ხელისუფლებას აქვს“.

„შეიძლება დიზაინერების მიმართ პრეტენზია გამოთქვა და გამოსათქმელია კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ადამიანები, ვინც ამ თემაზე ყველაზე ხმამაღლა, ხისტ განცხადებებს აკეთებენ, დამნაშავე არიან ტერიტორიების ოკუპაციაში და იმაში, რომ ამ ყველაფერს ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დღეს სწორედ ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, როგორ თუ რუკაზე უფრო ნათლად არ ჩანდა...

მათაც კარგად იციან, რომ ნაცრისფერი ეკრანზე ცუდად აღიქმება და შეიძლება არ გამოჩნდეს, რაც გულდასაწყვეტია, შეცდომაა, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი გააკეთებს ამას განზრახ?! მით უმეტეს ისეთი ადამიანების სალაპარაკოდ, რომელთაც ამ ტერიტორიების ოკუპირება თავად მოახდინეს და რუსეთს საშუალება მისცეს, რომ სამხრეთ კავკასიაში უპირატესობა ჰქონოდათ.

მოღალატეობრივი ნაბიჯები გადადგეს, დამნაშავეები არიან, რომ დღეს ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ხოლო ნაცრისფერი კარგად აღიქმება თუ არა კამერის მიერ, ეს მეორე ნაწილია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს, ერთ-ერთ სლაიდზე გამოსახულ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით იყო აღნიშნული, რადგან ამ ტერიტორიებზე „ქართულ ოცნებას“ დელეგატები არ ჰყავდა. გავრცელებულ კადრებში საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე აღიქმებოდა.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე