ანა დოლიძე - „ოცნების“ სასამართლო მალავს მტკიცებულებებს, მაგრამ საერთაშორისო გამოძიება მაინც ამოიღებს ყველაფერს

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ სარჩელი, რომლითაც კოალიცია, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, აპარატში მოთავსებული სიების გამოქვეყნებას ითხოვდა. სხდომას კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძეც ესწრებოდა.

მისი თქმით, „ოცნების“ სასამართლო მალავს მტკიცებულებებს, მაგრამ საერთაშორისო გამოძიება მაინც ამოიღებს ყველაფერს.

,,ჩვენ ვიმყოფებოდით თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გავასაჩივრეთ და ვითხოვდით, რომ გამოქვეყნებულიყო ის სიები, რომელიც იყო აპარატებში. ეს ინფორმაცია ჩვენ დაგვეხმარებოდა გაგვეგო, იყო თუ არა ამომრჩეველი მისული უბანზე და ვინმემ ხომ არ მისცა ხმა მის ნაცვლად. ვერიფიკაციის აპარატი იმიტომ იდგა იქ, რომ როცა საჭიროა და როდესაც გვჭირდება შევძლოთ დავადასტუროთ ფიზიკურად, ვინ მივიდა არჩევნებზე. ყველა სასამართლოში, სადაც ეს მოვითხოვეთ ჩვენ გვითხრეს უარი, სხვადასხვა ფორმალური მიზეზით. მათ არ უნდათ გამოაჩინონ მთავარი მტკიცებულება, რითაც გამოჩნდება რომ მათ არჩევნები მოპარული აქვთ“.- აცხადებს ანა დოლიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე