ლევან სანიკიძე - ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია ავტორი სიძულვილის ენის, რომელიც ტროლ-ბოტებით იწყება და მთავრდება საჯარო მოხელეების იძულებით, რომ უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის აგინონ

ამ ქვეყანაში სიძულვილის ენის ავტორია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 12 წელია ამ მეთოდით მართავს ქვეყანას. მან შექმნა ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, რომელიც იწყება ტროლ-ბოტებით და მთავრდება საჯარო მოხელეების იძულებით, რომ აგინონ უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მათი ამომრჩევლების წინააღმდეგაც მიდის, რომლებიც აფიქსირებდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

„ამ ყველაფრის ავტორს აქვს სახელი და გვარი და ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. მან შექმნა ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, რომელიც იწყება ტროლ-ბოტებით და მთავრდება საჯარო მოხელეების იძულებით, რომ აგინონ უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის. ვინმე თუ ჰგონია, რომ რომელიმე ელჩის სამარცხვინო განცხადებაზე, გაბრაზებულ ადამიანებს, რომლებსაც წაართვეს ამ ქვეყანაში არჩევნების უფლება, ცენზურის დაცვით საკუთარი კრიტიკის გამოხატვის უფლება არ აქვთ, ბოდიში მომითხოვია. ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში არსებობს რაღაც, რომელიც ცდება „ქართული ოცნების“ „ხოშს“ და სურვილებს. ეს არის ის, რითაც „ქართული ოცნება“ 12 წელი მართავს ამ ქვეყანას. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, ვყოფილიყავით დაახლოებული, ჩვენი საზოგადოება არ ყოფილიყო დაპირისპირებული. ვხედავთ, რომ ამის მთავარი ინიციატორი არის ივანიშვილი, რომელიც უგულებელყოფს საზოგადოების უმრავლესობის ნებას, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების უმრავლესობის ნებასაც, არჩევნებში წერს რადიკალურად განსხვავებულ შედეგს და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების უმრავლესობის, რომლებიც გამოკითხვაში აფიქსირებდა, რომ მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ნების საწინააღმდეგოდაც მიდის“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ლევან სანიკიძის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის