ლევან ქარუმიძე ტარიე ჰელანდის მიერ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე - დეზინფორმაცია არჩევნების შედეგების კიდევ ერთი არ ამღიარებლისგან

დეზინფორმაცია არჩევნების კიდევ ერთი უარმყოფლისგან, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან ქარუმიძე, ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც მან „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი.

ლევან ქარუმიძის თქმით, ყველა ქართულმა მედიასაშუალებამ მიიღო პრეზენტაციის ციფრული ვერსია, სადაც რეალურად ჩანს, როგორ გამოიყურება რუკა. ქარუმიძე აღნიშნავს იმასაც, რომ კამერები თეთრ ფონზე ნაცრისფერს კარგად ვერ აღიქვამენ.

„დეზინფორმაცია არჩევნების შედეგების კიდევ ერთი არ ამღიარებლისგან. თურმე „ქართულმა ოცნებამ“ პრეზენტაციაზე „ცარიელი თეთრი კვადრატი“ წარადგინა. ეს პრეზენტაცია ელექტრონული ფორმით გაეგზავნა სრულიად ქართულ მედიას. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რეალური პრეზენტაციის სქრინი. როგორც ჩანს, კამერებს უჭირთ ნაცრისფერის აღქმა თეთრ ფონზე“, - წერს ლევან ქარუმიძე X-ზე.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს, ერთ-ერთ სლაიდზე გამოსახულ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით იყო აღნიშნული, რადგან ამ ტერიტორიებზე „ქართულ ოცნებას“ დელეგატები არ ჰყავდა. გავრცელებულ კადრებში საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე აღიქმებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს