გია ვოლსკი - საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი - მილიონ 200 ათასამდე ადამიანი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რაც დიდი ძალა და არგუმენტია იმისთვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შესაბამისი დასკვნები გააკეთონ

საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი - მილიონ 200 ათასამდე ადამიანი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რაც დიდი ძალა და არგუმენტია იმისთვის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შესაბამისი დასკვნები გააკეთონ, მაგრამ არც იმდენად დიდია, რომ გლობალური დაპირისპირების პირობებში პოზიცია მყისიერად შეცვალონ! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერთან დაკავშირებულმა მედია საშუალებების მიერ წარმოდგენილი მასალით არ დასტურდება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მომხდარმა ცალკეულმა გადაცდომებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია.

„ამას საერთაშორისო დამკვირვებლების ძალიან დიდი კორპუსი ადასტურებს, მაგრამ ადგილი აქვს არა მხოლოდ შეცდომაში შეყვანის მცდელობას, არამედ გარკვეული ამოცანის შესრულებას, რათა გეგმა ბოლომდე მიიყვანონ - ეს არის დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება, რევოლუციური პროცესების განვითარება და ხელისუფლებაში მოსვლა.

საქართველო დასავლელი პარტნიორებისთვის ყოველთვის საკმაოდ ერთგული და სანდო პარტნიორი იყო. ეს გამოიხატა არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ ბრძოლის ველზეც. გამოჩნდა ახალი სუბიექტების ჯგუფი, ვინც ამბობს, რომ ამ მოცემულობაში შეუძლიათ ყველაფერი შეასრულონ - დაწყებული ცალ ფეხზე დგომით, დასრულებული რუსეთთან საომარ მოქმედებაში ჩართვით. ოპოზიციის ერთადერთი გამოსავალი არის ეს და არა საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა