ირაკლი ზარქუა პრეზიდენტზე - მინდა, ჩვენს ელჩებს ვუთხრა, არ მიაქციონ ყურადღება ქალბატონ მავნებელს, რამდენიმე კვირა დარჩა და აღარ იქნება, გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დიპლომატების მისამართით გაკეთებული განცხადების გამო „ქალ მავნებელს“ უწოდებს და საქართველოს ელჩებს მიმართავს, მას ყურადღება არ მიაქციონ.

როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა ქართულ საელჩოებსა და ელჩებს ყოველდღიურად შეურაცხყოფა მიაყენოს.

„ქალი მავნებელი. ყველაფერს აკეთებს, რომ ყოველდღიურად ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ საელჩოების, ელჩებს, წარმომადგენლობას შეურაცხყოფა მიაყენოს, იმიტომ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის" გვერდით არ დადგნენ საელჩოები. ამათ გვერდით, ამ უსამშობლოების გვერდით. შეურაცხყოფას აყენებს მათ.

მინდა, ჩვენს ელჩებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ კულტურას, ქართულ ღირებულებებს, ქართულ სახელმწიფო ინტერესებს იცავენ, მადლობა ვუთხრა, არ მიაქციონ ყურადღება ქალბატონ მავნებელს. რამდენიმე კვირა დარჩა და აღარ იქნება, გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი. სხვათა შორის, იმ ევროპულ სახელმწიფოებშიც დავნიშნავთ ელჩებს, სადაც ქალბატონი მავნებელი პროვოკატორობს და ელჩებს არ ნიშნავს. ყველაფერი დალაგდება“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს დადუმებული უწოდა და განაცხადა, რომ მათ დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს.

„დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! - თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? - ისტორია არ დაგივიწყებთ!“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის