საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური გამოფენა - „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გალერეა „უნივერსში“, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფური გამოფენა - „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ექსპოზიციაში არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის 10 სტუდენტის მიერ შექმნილი 60 ნამუშევარი - ფერწერული ტილოები, შავ-თეთრი გრაფიკა, სხვადასხვა მასალისგან შესრულებული კოლაჟები, მინიატიურული ფორმის ნახატები და დიდი პანოები იყო გაერთიანებული.

სტუდენტთა ნამუშევრებს მაღალი შეფასება მისცეს ფაკულტეტის დეკანმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, ასევე, მოწვეულმა სტუმრებმა - ცნობილმა მხატვრებმა და გალერისტებმა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე აღნიშნავს, სტუდენტური გამოფენა ყოფითობაში დაკარგული მშვენიერების ძიებას მიეძღვნა. ნინო იმნაძის თქმით, პრაგმატულ რეალობას ახალგაზრდებმა ფერადოვნებით აღსავსე ხედვები დაუპირისპირეს და წარმოადგინეს საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც ნებისმიერ გალერეას დაამშვენებდა.

„შეუძლებელია არ აღფრთოვანდე იმ ნამუშევრებით, რომლებიც ჩვენმა სტუდენტებმა წარმოადგინეს. სამყაროს მათეული ხედვა, შემოქმედებითი აზროვნება, ფერთა საუცხოო გამა, გასაოცარი პლასტიკა და კომპოზიცია, ტილოზე, ქაღალდზე თუ დიდ პანოებზე გადმოტანილი უნიკალური არქიტექტურული ობიექტები, პორტრეტები, უჩვეულოდ საინტერესო კოლაჟები - ყველაფერი ეს თამამად უპირისპირდება ჩვენს პრაგმატულ რეალობას და გაჯერებულია დაკარგული მშვენიერების ძიების დაუოკებელი სურვილით, ყოვლისმომცველი სიყვარულით. „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ - სწორედ ამ ქოლგის ქვეშ ერთიანდება არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის 10 სტუდენტის 60 ნამუშევარი, რომელიც, თამამად შემიძლია ვთქვა, ნებისმიერ ცნობილ გალერეას დაამშვენებდა. ახალგაზრდებმა წინა პლანზე წამოსწიეს ის, რაც ყველაზე მეტად აკლია დღევანდელ პრაგმატულ ყოფითობას - ლიტერატურა, შემოქმედებითობა, ფერწერულობა, ხალასი ფერადოვნება. მადლობას ვუხდით სტუდენტებს არაჩვეულებრივი გამოფენისთვის, იმ ამაღლებული განწყობისთვის, რომელმაც თითოეული ჩვენგანი მოიცვა. უნივერსიტეტში შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსსა“ და მის ხელმძღვანელს, პროფესორ ლალი ღოღელიანს, რომელიც მუდამ მზად არის უმასპინძლოს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტურ გამოფენებს. სწორედ შემოქმედებითი პროცესის მხარდაჭერით ხდება შესაძლებელი ტალანტების გამოვლენა, რაც ძლიერი სტიმულია ნებისმიერი სტუდენტისთვის“, - ამბობს ნინო იმნაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენამ - „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ - სამი დღე გასტანა. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღია იყო ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის