ნიკა მელია - ჩვენ ვართ ყველანი ერთნი! ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა - ამ პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ შევა!

ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მელიას თქმით, ყველა ქუჩაში უნდა იდგეს იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა.

“კითხვების დასმა ერთმანეთისთვის, როდემდე უნდა ვიყოთ ქუჩაში, დღის წესრიგიდან მოხსნილია. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და არ დამარცხდება. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება. არა იმიტომ, რომ აქ წარმოდგენილი სხვადასხვა ოპოზიციური, კოალიციური ჯგუფებისთვის მოპარული, ანუ თქვენთვის მოპარული არჩევნების შედეგები თვალსაზრისით აღდგეს სამართლიანობა, არა, ახალი არჩევნები ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას სჭირდება.

არა ნაცვალსახელ „მე“-ს ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ვართ ყველანი ერთნი! დასრულდა წინასაარჩევნო ბრძოლა. ამ ქვეყანაში ჩვენი გამარჯვების გარეშე არჩევნები აღარასდროს ჩატარდება. არცერთი თავმოყვარე ადამიანი ამ რეჟიმის პირობებში არჩევნებზე აღარ წავა! მაშასადამე, ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა. ამ პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ შევა!” - განაცხადა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს