მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური ქურდი თავის შანტრაპასთან ერთად - ვისაც ივანიშვილის ეშინია, იმის დედა ვატირე მე!

მინდა ბიძინა ივანიშვილმა გაიგონოს, რომ ის პოლიტიკური ქურდია თავის შანტრაპასთან ერთად, რომელიც მზად არის და წლების განმავლობაში ემსახურება იმას, რომ ჩვენ მომავალი მოგვპაროს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ის დგას მართალ მხარეს, „იმ ხალხთან ერთად, რომელიც არ გაატანს ამ ქვეყანას არავის - არც ბიძინას, არც პუტინს და არცერთ მტერს“.

„ჩვენ წაგვართვეს (არჩევნები), მუხანათურად მოგვეპარნენ, ზურგში დანა ჩაგვარტყეს, სულში ხელი ჩაგვიყვეს და ყველაზე მთავარი - ჩვენი ხმა ამოგვაცალეს. ამოგვაცალეს იმიტომ, რომ მერე ეს ქვეყანა სხვა ქვეყანას ჩააბარონ. ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ასეთი განსაცდელის დროს ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა, მაგრამ არსებობს ერთი ამოუცნობი ფენომენი, რომელსაც ქართველი ხალხი ჰქვია, რომელიც ყველაზე კარგად გრძნობს ერთად შეკრების იმ საშიშროებას, რომ არ დათმოს ყველაზე მნიშვნელოვანი - თავისუფლება. ამაშია ჩვენი გადარჩენის ფორმულა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, არსებობს პოლიტიკური ქურდი, რომელიც გპარავს მომავალს.

„არსებობს ორი ტიპის ქურდი - ქურდი, რომელიც მოგპარავს მობილურს, ფულს, მანქანას და რომელიც შენ გირჩევს. არსებობს მეორე ქურდი - პოლიტიკური ქურდი, რომელიც გპარავს მომავალს, ყველაფერს - შენი შვილების ბედნიერებას, შენი შვილების თავისუფლებას - ასეთი ქურდია ბიძინა ივანიშვილი. მინდა მან გაიგონოს, რომ ის პოლიტიკური ქურდია თავის შანტრაპასთან ერთად, რომელიც მზად არის და წლების განმავლობაში ემსახურება იმას, რომ ჩვენ მომავალი მოგვპაროს. მე ვდგავარ მართალ მხარეს, იმ ხალხთან ერთად, რომელიც არ გაატანს ამ ქვეყანას არავის - არც ბიძინას, არც პუტინს და არცერთ ჩვენს მტერს...

ერთად გაგვიმარჯოს. ერთად მივაღწევთ და არ დავნებდებით. ვისაც ბიძინა ივანიშვილის ეშინია, იმის დედა ვატირე მე“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე