თინა ბოკუჩავა - გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები, შეუპოვარი ბრძოლა - ვნახეთ, რა გეგმა აქვს ივანიშვილს, მოღალატე პაპუაშვილის მიერ ნაჩვენებ საქართველოს რუკაზე, სადაც ოკუპირებული რეგიონები უკვე გამქრალია

გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებისთვის , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის გეგმა კარგად გამოჩნდა დღეს. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი იმისთვის იხდიდა წინასაარჩევნოდ ბოდიშს, რომ საქართველოს რუკიდან ოკუპირებული ტერიტორიები გაექრო.

„26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ მოგვპარა არჩევნების უფლება, ევროპული მომავალი, არა მხოლოდ ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია, არამედ დაიჯერა, რომ ქართველი ხალხი ამ ქურდობას შეეგუება. ჩვენი შვილები აუცილებლად გაიზრდებიან ევროპულ საქართველოში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას მივაღწიოთ! ეს გვაერთიანებს დღეს და ამ სიმართლით, ამ შეუპოვრობით, ამ ბრძოლით აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ძალიან მეამაყება და ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, საზოგადოება დაეყო და ადამიანები ერთმანეთთან დაეპირისპირებინა, ჩვენ დღეს ვდგავართ ერთად, მათ შორის, ერთად დგას ქართული ოპოზიცია, რომლებსაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ და რომლებიც აირჩიეთ იმისთვის, რომ მართონ ეს ქვეყანა და გაიყვანონ ევროპულ სამშვიდობოს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ის გამარჯვება დავიბრუნოთ, რომელსაც ივანიშვილი გვპარავს.

გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებისთვის. დღეს ვნახეთ, რა გეგმა აქვს ივანიშვილს, ეს კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად გამოჩნდა - მოღალატე პაპუაშვილის მიერ ნაჩვენებ საქართველოს რუკაზე, სადაც ოკუპირებული რეგიონები უკვე გამქრალია. ამისთვის იხდიდნენ წინასაარჩევნოდ ბოდიშს, ამასთან შეგუებას ცდილობდნენ ქართველი ხალხის, მაგრამ არ დავთმობთ არც ჩვენს ტერიტორიებს, არც ჩვენს გამარჯვებას, არც ჩვენს ევროპულ მომავალს და ამ ბრძოლაში ჩვენ არ დავიღლებით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან