სოფო ჯაფარიძე - ბიძინა ივანიშვილის ოცნება იყო, არის და იქნება საქართველო ქართველი ხალხის გარეშე, მაგრამ ის ამას ვერასდროს შეძლებს, მისი ოცნება ვერასდროს ახდება

ბიძინა ივანიშვილის ოცნება იყო, არის და იქნება საქართველო ქართველი ხალხის გარეშე, მაგრამ ის ამას ვერასდროს შეძლებს, მისი ოცნება ვერასდროს ახდება, - ასე მიმართა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს.

ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილს სწორედ ქართველი ხალხის ეშინია.

ბიძინა ივანიშვილის ოცნება იყო, არის და იქნება საქართველო ქართველი ხალხის გარეშე, მაგრამ ის ამას ვერასდროს შეძლებს, მისი ოცნება ვერასდროს ახდება. მას ყველზე მეტად, იცით, რისი ეშინია? თქვენი - ყველაზე ძლიერი, ყველაზე მებრძოლი და სულით ხორცამდე თავისუფალი ქართველი ხალხის.

კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით, კიდევ უფრო ძლიერები და მოპარულ არჩევნებს დავუბრუნებთ. საკუთარი სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თქვენთან ერთად ვიბრძოლებ ბოლო წუთამდე და თქვენს მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან მალე დავიბრუნებთ.

ძალიან მალე ჩვენი უსაყვარლესი ემიგრანტები იქნებიან ჩვენთან, როგორც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოვიდნენ და ჩაერთნენ საქართველოს მშენებლობის პროცესში. დიახ, ისინი დაბრუნდებიან და მათთან ერთად ავაშენებთ ევროპულ საქართველოს”, - მიმართა სოფო ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს