მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს - პოლიციელებთან ზრდილობიანად, მეგობრულად, ეს არის მშვიდობიანი მოძრაობა - გამოდით და დაიცავით თქვენი ხმა, სახლიდან ყურება და „ფეისბუკზე“ კომენტარების წერა, არავის სიკეთეს არ მოუტანს

პოლიციელებთან ზრდილობიანად, მეგობრულად... ეს არის მშვიდობიანი მოძრაობა, - ასე მიმართა “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს, რომლებიც მსვლელობით სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მივიდნენ.

ხაზარაძემ მოუწოდა მოსახლეობას, გარეთ გამოვიდნენ და დაიცვან საკუთარი ხმა. როგორც მან აღნიშნა, სახლიდან ყურება და „ფეისბუკზე“ კომენტარების წერა არავის სიკეთეს არ მოუტანს.

„პოლიციელებთან ზრდილობიანად, მეგობრულად... ეს არის მშვიდობიანი მოძრაობა, კანონიერი. ჩვენი უფლებაა, ეს გავაკეთოთ, ამიტომ, ახლა დაველოდებით ამ ხალხს, შევიკრიბოთ, გადავკეტავთ ამ ქუჩას წყნარად და მშვიდობიანად, უნდა მიხვდნენ, რომ ეს ქვეყანა, ეს ქალაქი არის ჩვენი და არა თუ ხმას, ვერაფერს მოგვპარავენ, მით უმეტეს სამშობლოს ვერ მოგვპარავენ. სხვანაირად არც შეიძლება, ვაჩვენებთ ამათ, როგორ უნდა მშვიდობიანი პროტესტი.

გამოდი და დაიცავი შენი ხმა, სახლიდან ყურება არავის სიკეთეს არ მოუტანს და „ფეისბუკზე“ კომენტარების წერა. სანამ ჩვენ საქმეს ამ ქვეყანაში ჩვენ არ გავაკეთებთ, ამ ქვეყანას სანამ ჩვენ არ გავათავისუფლებთ, არცერთი ჩვენი დასავლელი მეგობარი აქტიურად არ ჩაერთვება, მიუხედავად იმისა, რომ ჩართულები არიან. ეს მოძრაობა არის ის მოძრაობა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მთელ ქალაქს გააღვიძებს, იმ სიბრაზეს გამოიტანს, რომელიც ხალხს გულით დააქვს და აჩვენებს ბიძინა ივანიშვილს, რომ მას არ გავატანთ ამ ქვეყანას რუსეთში. ყოველდღიურად ჩვენ შევქმნით მშვიდობიან კერებს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, ეს არის სახალხო მოძრაობა, განმათავისუფლებელი მოძრაობა იმ რუსული ურდოსგან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აქ ხელმძღვანელობს. დაირქვეს “ქართული ოცნება”, ეს არც ქართულია და არც ოცნება, არც მომავალია ჩვენი ქვეყნის. კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ, სამართალდამცავ ორგანოებთან მშვიდობიანად და მეგობრულად”, - მიმართა ხაზარაძემ სანაპიროზე შეკრებილ მოქალაქეებს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში