გია ხუხაშვილი - ივანიშვილი ეცდება, ივაჭროს, ლეგიტიმაცია თუ არა, დუმილი და ლოიალობა მაინც მიიღოს დასავლეთისგან - წინასწარ ბარტყებს არ ყრის, ამიტომ გაყინული აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თემა

ბიძინა ივანიშვილი ეცდება, რომ ივაჭროს, რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია თუ არა, დუმილი და ლოიალობა მაინც მიიღოს დასავლეთისგან , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი სავაჭრო თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იქნება.

„მას სავაჭრო თემები აქვს. საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი ღონისძიება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არ მიიღო, მაგრამ არსებით განხილვაში მიიღო. თუ ბიძინამ რაღაც გამოივაჭრა დასავლეთისგან, თუნდაც ჩუმი ლოიალობა, არჩევნებთან დაკავშირებით თავლის დახუჭვა, ამ შემთხვევაში მას თავისუფლად შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით კანონი გადაუგდოს და კიდე რაღაცები გააკეთოს, წინასწარ ბარტყებს არ ყრის, რაღაც ხომ უნდა გამოივაჭროს, ამიტომ გაყინული აქვს ეს თემა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის განმარტებით, თუ დასავლეთმა ირიბად აღიარა საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ქუჩის პროტესტს პერსპექტივა არ ექნება.

„კი არ მიულოცავენ, მაგრამ თუ დასავლეთი თუნდაც ირიბად, არაპირდაპირ ლეგიტიმურად ცნობს არჩევნებს და კომუნიკაციას დაიწყებს ამ ხელისუფლებასთან, მაშინ ამ ქუჩის პროტესტის განსაკუთრებულ პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუ დასავლეთი გადაჭრით იტყვის, რომ ამ ხელისუფლებასთან არ ვთანამშრომლობ იმიტომ, რომ „არჩევნები გაყალბდა, არსებითად შეიცვალა მისი შედეგები და ქართველი ხალხის ნება იყო გათელილი, ამიტომ სასანქციო სიაში შეგვყავს ბიძინა ივანიშვილი“, თუ ვიზალიბერალიზაციის დროებით გაჩერებაზე დაიწყება ლაპარაკი, ამ შემთხვევაში, ქუჩის პროტესტს აქვს ძალიან სერიოზული პერსპექტივა. მეტსაც გეტყვით, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ სისტემური რყევა დაიწყება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს