პრეზიდენტი თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - საქართველო გადარჩება

საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებით საიას სარჩელი დააკმაყოფილა.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ქვეყანაში.

“საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი - ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან, პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „საქართველოს არჩევნები მოიპარეს“.

„ერთმა მოსამართლემ გაბედა იმის დადასტურება, რომ ელექტრონულმა ხმის მიცემის აპარატებმა ხმის მიცემის კონფიდენციალურობა დაარღვია. 30 უბანი გაუქმდა.. საქმე 2 200-ს [უბანს] და არჩევნების ლეგიტიმურობას ეხება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ გადაწყვეტილებით თეთრიწყაროს და წალკის 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები ბათილად ცნო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს