ISFED-ის იურისტი - გორის სასამართლომ ISFED-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა, თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა

გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა, რატი თინიკაშვილმა განუცხადა, სასამართლომ გორის საოლქო საარჩევნო კომისას დაავალა თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.

„საკითხი უკავშირდებოდა იმას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრებული გვქონდა 15 საარჩევნო უბანი, რომლის წინასწარი მონაცემები და შემაჯამებელი ოქმები არ იყო იდენტური. ვითხოვდით, რომ ამ საარჩევნო უბნების შედეგები ხელახლა ყოფილიყო დათვლი. ოლქმა არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა, რაც გავასაჩივრეთ და გორის რაიონულმა სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და გორის საოლქო საარჩევნო კომისას დაავალა თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.

მეორე სასარჩელო მოთხოვნა იყო დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ ამ უბნების მთვლელებს და თავმჯდომარეებს , მაგრამ ეს ნაწილი არ დაკმაყოფილდა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დავალება ეხება მხოლოდ იმ ნაწილს, რომ ხელახლა მოხდეს 15 საარჩევნო უბნის შედეგების დათვლა", - განაცხადა თინიკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის