აშშ-ში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, - ინფორმაციას BBC-ი „ფლორიდის უნივერსიტეტის საარჩევნო ლაბორატორიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით არჩევანი 81 379 684-მა ადამიანმა დააფიქსირა, აქედან: 44 402 375-მა ხმა წინასწარ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მისცა, 36 977 311-მა კი ფოსტის საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, აშშ-ში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველმა, 101,5 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, 2016 წელს კი არჩევნების დღემდე აშშ-ში საკუთარი არჩევანი 47-მა მილიონმა ადამიანმა გააკეთა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში დღეს, 5 ნოემბერს გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა