ირაკლი ქარსელაძემ საუდის არაბეთის სამეფოში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, გავმართეთ ძალიან საინტერესო, ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან საუდის არაბეთიდან, კვიპროსიდან, ქუვეითიდან. ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტების პროგრესზე, ერთმანეთს გავუზიარეთ ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც ქვეყნებს დაუგროვდათ ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, კონფერენციას საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების სამინისტრო მასპინძლობს და მასში მონაწილეობენ საუდის არაბეთის, კვიპროსის, ქუვეითის, ნეპალის, მალდივის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) წარმომადგენლები და სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტებიდან.

ამასთან, უწყების განმარტებით, საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების მინისტრ სალეჰ ალ-ჯასერთან და კვიპროსის ტრანსპორტის მინისტრ ალექსის ვაფიდისთან შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს მიმდინარე კონფერენციის დიდი მნიშვნელობა, გაუზიარეს ერთმანეთს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგები და გეგმები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

„ვისაუბრეთ საგზაო უსაფრთხოებისა და ინოვაციების განვითარების თემებზე, ასევე ჭკვიანი ტექნოლოგიების და მართვის სისტემების პრაქტიკული დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობებზე. ერთმანეთს გავუზიარეთ წარმატებული გამოცდილება. კოლეგებისგან არის სრული მზაობა, რომ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვის“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მათივე ცნობით, შეხვედრებს, ასვე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია