ცესკოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დღევანდელ შეკრებაზე ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

მათი შეფასებით, უბნების 90%-ში ფარულობის პრინციპი დაირღვა და ამ უბნებზე შედეგები უნდა გაუქმდეს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ფაქტი ასევე თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომაც დაადასტურა.

„დღეს ვიკრიბებით ცესკოს ოპოზიციონერი წევრები, გვექნება სამუშაო შეხვედრა, რათა შესაბამისი პროცედურული ნაბიჯები დავგეგმოთ. ეს გამომდინარეობს გუშინდელი ღირსშესანიშნავი ფაქტიდან, როდესაც თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და შემოწმების შედეგად გააუქმა იმ უბნის შედეგები, სადაც უკვე სასამართლოს წესით დამტკიცდა, რომ ფარულობის პრინციპი დარღვეული იყო. თუ თეთრიწყაროს ე.წ. ტექნოლოგიზებულ უბნებზე ფარულობის პრინციპი დარღვეული იყო იმიტომ, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა უბანზე, სადაც არის საქართველოს ამომრჩეველთა 90% კონცენტრირებული, ეს პრინციპი დაირღვა და შედეგი უნდა იყოს ამ უბნებზე შედეგების გაუქმება. ეს იმას ნიშნავს, რომ 90%-ში არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა სიორიძემ.

მისი თქმით, შეეცდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის დონეზე სათანადო პროცედურები დაიგეგმოს.

ამასთან, სიორიძე არასამთავრობო ორგანიზების ნაწილის მოთხოვნას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, გიორგი სიორიძე აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბებაში ყველა სახელმწიფო უწყება იყო ჩართული.

„იმდენად მასშტაბური იყო სპეცოპერაცია, რაც 26 ოქტომბერს ჩატარდა, რომ აქ ჩართული იყო როგორც საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე პირველ რიგში, სუსი და ძალიან ბევრი სხვა სახელმწიფო უწყება. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, ვინც თავისი წვლილი შეიტანა არჩევნების მიტაცებაში, ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. დანარჩენი უნდა გამოჩნდეს იმ ობიექტური გამოძიების შედეგად, რომელიც არაქართულმა პროკურატურამ უნდა ჩაატაროს“, -განაცხადა სიორიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო