შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტი შეიკრიბება და 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს, რითაც ახალი პარლამენტი შედგება - ქალბატონი სალომე არჩევნების საბოტაჟის გზაზეა

მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება, მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი], არაუგვიანეს მე-10 დღისა, პარლამენტი შეიკრიბება. ვხედავთ, რომ ის არჩევნების საბოტაჟის გზაზეა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი ახალი მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია არ იქნება, ვინაიდან „ქართული ოცნების“ 89 მანდატი საკმარისია იმისათვის, რომ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნონ.

„შემაჯამებელ ოქმს ველოდებით. მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი იქნება, უკიდურესი ვადა 21 ნოემბერია, თუმცა, პროცესებზეა დამოკიდებული - გასაჩივრების და ა.შ. საქართველოს კონსტიტუციით, არაუგვიანეს მე-10 დღეს, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, პარლამენტის შესაკრებად სხდომას პრეზიდენტი იწვევს, ეს ორი პუნქტი არის აქ მნიშვნელოვანი. კერძოდ, ის, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი არის, რომ ყველა შემთხვევაში პარლამენტი არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა შეიკრიბოს, პრეზიდენტის მიერ მოწვევა ამ შემთხვევაში, ფორმალური ხასიათისაა, მას შეუძლია ამ 10 დღის ფარგლებში განსაზღვროს, მე-2, მე-3 დღე, თუ რომელი დღე იყოს შეკრების, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი საბოტაჟზე წავა და პარლამენტს არ მოიწვევს, თავად პარლამენტია ვალდებული, შეიკრიბოს, სხვანაირი განმარტება ამის უბრალოდ არ არსებობს. ის, ვინც სხვანაირ განმარტებას აკეთებს, ან უვიცია, ან მავნებელი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სავარაუდოდ, უფრო მავნებელია, თუმცა, შეიძლება უვიციც იყოს, ამასაც არ გამოვრიცხავ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათვე უარყონ ამ საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაცია. ეს კინოც ნანახი გვაქვს 2020 წელს და მაშინაც ყველაფერს გაეცა პასუხი, ანუ კიდევ ერთხელ, მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება, მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალბატონი სალომე, ვხედავთ, რომ არჩევნების საბოტაჟის გზაზეა, არაუგვიანეს მე-10 დღისა, პარლამენტი შეიკრიბება, საჭიროა, რომ მინიმუმ, 76 დეპუტატი ესწრებოდეს სხდომას. იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ იქნება, არც ეს არის რაიმე შემაფერხებელი, პარლამენტი შეიკრიბება და 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს, რითაც პარლამენტი შედგება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო