შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - თავად ითხოვენ, გამოძიება დაიწყოს, გამოძიება იწყება და ნაცვლად იმისა, მივიდნენ, ითანამშრომლონ, კვლავ პოლიტიკური განცხადებები გვესმის - ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა

თავად [ოპოზიციის წარმომადგენლები] ითხოვენ, რომ გამოძიება დაიწყოს, გამოძიება იწყება და ნაცვლად იმისა, რომ მივიდნენ, ითანამშრომლონ, კვლავ პოლიტიკური განცხადებები გვესმის - ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, რომელიც ვერ გაერკვა, როგორ ხდება სისხლის სამართლის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში ოპოზიციას არანაირი მტკიცებულებები არ აქვს.

„ესეც ამ დეზინფორმაციების ნაწილია, რაც არის ჰიბრიდული ომის მეთოდები და თავდასხმა ქართულ არჩევნებზე და დემოკრატიაზე იმისთვის, რომ დემოკრატიის გვერდის ავლით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა - ძალით და არა დემოკრატიით, ხალხის ნებით. ყოველი ამ დეზინფორმაციის უკან ხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, არ დგას არცერთი ფაქტი, მტკიცებულება. თავად [ოპოზიციის წარმომადგენლები] ითხოვენ, რომ გამოძიება დაიწყოს, გამოძიება იწყება და შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ მივიდნენ, ითანამშრომლონ, კვლავ პოლიტიკური განცხადებები გვესმის, ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, რომელიც ვერ გაერკვა, როგორ ხდება სისხლის სამართლის პროცესი. ის, როდესაც დანაშაულში ბრალს დებს ვინმეს და შემდეგ ამაზე გამოძიება მიდის, რომ ეს არის პასუხისმგებლობა ზუსტად მისი ვინც ბრალს დებს, მივიდეს და თუ მტკიცებულებები აქვს წარადგინოს. სინამდვილეში, მათ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ. ასევე, სინამდვილეში, ეს მთლიანი „ბლეფი“, რაც არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ და რამდენიმე მილიონერმა „ენჯეომ“ ჩაატარეს, რომელიც ამ პროცესში იყო, როგორც საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები ჩართული, ქართველმა ხალხმა მაღალი აქტივობით დაასრულა, „ქართული ოცნების“ მიმართ 1 120 000 მხარდაჭერით, რომელმაც აჩვენა, რომ მათ ეს ტყუილი, დეზინფორმაცია, ზიზღი არ გაუვათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ პროკურატურაში მივიდნენ და მათი მტკიცებულებები წარადგინონ.

„ეგ არ უნდოდათ, რომ გამოძიება დაწყებულიყო?! გამოხვიდე თქვა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა, ვიღაცამ რაღაცა გააყალბა, გამოძიება მოითხოვო, გამოძიება დაიწყოს და მერე აღარ მიხვიდე, რათა განმარტო რა მტკიცებულებები, ფაქტები გაქვს. აი, ახლა ამ არალოგიკურობის თავს მოხვევა უნდათ კვლავ საკუთარი მხარდამჭერებისთვის. მგონი საკმარისი დრო ჰქონდათ მამუკა ხაზარაძის „ტოპ ტვინებს“, რომ ამაზე ემუშავათ. ხომ ამბობდნენ, რომ რაღაც საქაღალდეები სავსე აქვთ მტკიცებულებებით, ამოიჩრან ახლა იღლიაში ეს საქაღალდეები პროკურატურაში მივიდნენ და მტკიცებულებები მიიტანონ, თავის „ტოპ ტვინებთან“ ერთად. თუ უნდათ „ტოპ ტვინებიც“ მიაყოლონ, რომ საქაღალდეებში კარგად გაერკვეს საგამოძიებო უწყება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს