პაკისტანში სროლის შედეგად, ჩინეთის ორი მოქალაქე დაშავდა

პაკისტანში სროლის შედეგად, ჩინეთის ორი მოქალაქე დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის უფროსის, ფაიზან ალის ცნობით, შემთხვევა პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მოხდა.

კარაჩის Liaquat-ის ეროვნული საავადმყოფოს სპიკერის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, გასულ თვეში კარაჩის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად აფეთქებას ჩინეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!