მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გამოკითხვაზე არა პროკურატურაში, არამედ სასამართლოში მივა და არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს მაგისტრანტ მოსამართლესთან წარადგენს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

როგორც ხაზარაძე ამჯერად ჟურნალისტებთან აცხადებს, გამოკითხვაზე არა პროკურატურაში, არამედ სასამართლოში მივა და „არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს მაგისტრანტ მოსამართლესთან“ წარადგენს.

„არჩევნები სასტიკად იქნა მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციით. ახლა უნდათ, რომ საბჭოთა პროკურატურით შიში დანერგონ ადამიანებში. მე მინდა მათ განვუცხადო, რომ ეს არჩევნები, რომელიც იქნა მიტაცებული როგორც სამართალდამცავი ორგანოებიც იყვნენ ჩართულნი და არა მარტო ის „კაპიტნები“. ყველა ამ ადამიანს მოეთხოვება პასუხი.

რაც შეეხება დღევანდელ ზარს პროკურატურაში მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, პროკურატურაში არ მივალ, ეს დაკითხვა მაგისტრანტ მოსამართლესთან ერთად მოხდება და წარვადგენ იმ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება მასიური გაყალბება.

ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ - ქუჩას, აქციას, დიპლომატებთან შეხვედრას, გმირი მოსამართლეების მხარდაჭერას - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მახინჯი სისტემა, რუსული ხელისუფლება დავამარცხოთ საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. ყველგან გავიმარჯვებთ!!“, - დაწერა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს