ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩატარებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკო-ს კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩატარებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

როგორც მათ დღევანდელ ერთობლივ ბრიფინგზე განმარტეს, ამის მიზეზი არის ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

„არჩევნებიდან 10 დღე გავიდა და ამ 10 დღის განმავლობაში ჩართული მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რაც მთავარია, ქართველი ამომრჩეველი აპროტესტებდა კონსტიტუციის ძირითადი პრინციპის-ფარულობის დარღვევას. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა სასამართლომ.

ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრები მოვითხოვთ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სასწრაფო წესით მოიწვიოს კომისიის სხდომა, სადაც არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდება და მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას",-განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში, დავით კირთაძემ.

ამასთან, ცესკო-ს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრის გიორგი სიორიძის თქმით, არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სასამართლომაც დაადასტურა, რაც ფაქტს უტყუარად ადასტურებს.

„ის, რომ ეს არჩევნები იყო სპეცოპერაცია, ამაზე ყველა საუბრობს. მომზადებულია სხვადასხვა მტკიცებულება, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდება. ერთი რამ ყველასთვის ცხადია, რომელსაც არ ხელისუფლება, არც ცესკო და არავინ უარყოფს, ეს გახლავთ ის, რომ ამომრჩევლის ფარულობა ტექნოლოგიზებულ უბნებზე მასობრივად იყო დარღვეული. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ შექმნა პრეცედენტი და შესაბამისი უბნების შედეგები გააუქმა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის",-განაცხადა სიორიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო