კახა კალაძე - არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნიათ, ხავსს ეჭიდებით და ხავსიც აღარ დაგრჩათ - მოსამართლის გადაწყვეტილება კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე უნდა იყოს დამყარებული, რომელმაც ყველა ინსტანციას უნდა გაუძლოს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივს გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად მყარი მტკიცებულებების ქონაა საჭირო.

მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია რა მოტივით და კრიტერიუმებით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება.

„მე მოვისმინე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება და ის ვარაუდი, რაც იყო, აბსოლუტურად გამართლდა - არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტები. რა მოტივით და კრიტერიუმებით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე მოვისმინე, რომ ცესკო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს დამყარებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე, რომელმაც უნდა გაუძლოს ყველა ინსტანციას. დაველოდოთ, რა იქნება და როგორ იქნება. როდესაც მოვისმინე ამ მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადი გახდა. არ შევდივარ დეტალებში. ვინც მოუსმენს ინტერვიუს, იმათთვისაც ყველაფერი ცხადი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სასამართლო სხდომაზე ჩატარებულ ტექნიკურ შემოწმებას კახა კალაძემ სპეკულაცია უწოდა.

„ეს არის სპეკულაციები. გუშინაც და დღესაც მოისმინეთ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი, კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით, თუ როგორ ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნები, როგორი მოცემულობაა. არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნიათ, ხავსს ეჭიდებით და ხავსიც აღარ დაგრჩათ. ყველაფერი ცხადი და ნათელია არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს