ზურაბ ჯაფარიძე - საჯაროდ ვაჩვენებთ მტკიცებულებებს, როგორ გაყალბდა არჩევნები ფარულობის დარღვევებით - თუ ამის სურვილი არ აქვთ, მაშინ მაგისტრატ მოსამართლესთან მივალ

პროკურატურაში გამოკითხვაზე დამიბარეს. პროკურატურამ, რომლის საქმეა თვითონ ამტკიცოს არჩევნები რომ გაყალბდა, მე იქით უნდა ვუმტკიცო, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მზადაა წარადგინოს მტკიცებულებები, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები.

„პრობლემა არ მაქვს. ვუთხარი, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან მოვალ და დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. მაგისტრატი მოსამართლის გარეშეც გავაკეთებ, ოღონდ საჯაროდ გააკეთონ, რამდენი მოსამართლეც უნდათ, დავსხდეთ და საჯაროდ გავარჩიოთ ეს საქმე. ვაჩვენებთ მტკიცებულებებს, როგორ გაყალბდა არჩევნები ფარულობის დარღვევებით. თუ ამის სურვილი არ აქვთ, მაშინ მაგისტრატ მოსამართლესთან მივალ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება დღეს ჩანიშნულ აქციასთან დაკავშირებით გეგმების შეცვლას და სპორტის სასახლის ნაცვლად, 15:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებას, ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ, რადგან ესმით, „რა ბრძოლაში არიან“.

„ყველას ესმის, რა სიტუაციაში ვიმყოფებით. ყველას ესმის, რომ გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში, ძალიან სწრაფად მიიღება და სწრაფად იცვლება. ეს არ იყო უბრალოდ მიზეზი. მიზეზი იყო ის, რომ აქ ჩაინიშნა სხდომა, რომელიც 15:00 საათზე უნდა ჩატარებულიყო. შეგიძლიათ ჰკითხოთ და გეტყვიან, რომ პრობლემა არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ გეგმები შეიცვალა. ესმით, რა ბრძოლაში არიან. აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ დღეს ჩანიშნული იყო სხდომა, რომელიც ერთადერთი მიზეზით გადაიდო. გუშინ, დაემართათ ისეთი რამ, რაც მათთვის გაუთვლელი იყო. იცით, რომ თეთრიწყაროში პრაქტიკულად, სასამართლომ დაამტკიცა, რომ არჩევნები გაყალბდა, ფარულობა არ იყო დაცული და ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის