პაატა ბურჭულაძე - გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, ვინც სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა - ერთი მოსამართლე გამოჩნდა?! მეორე, მესამე გამოჩნდება - ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიყოთ

გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, ვინც სამართლიანად გადახედა საქმეს და განაჩენი გამოიტანა. ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიყოთ. ერთი მოსამართლე გამოჩნდა?! მეორე, მესამე გამოჩნდება, - ამის შესახებ საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

როგორც ბურჭულაძემ განმარტა, სასამართლო სამართლიანი უნდა იყოს და არა მიკერძოებული.

„გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, ვინც სამართლიანად გადახედა საქმეს და განაჩენი გამოიტანა. დღეს იმისთვის მოვედით, რათა სააპელაციო სასამართლოს ვუთხრათ, რომ მომხრეები ვართ სასამართლო სამართლიანი იყოს და არა მიკერძოებული. დღეს ჩანიშნული სხდომა ხვალ გადაუტანიათ, ხვალაც მოვალთ, ზეგაც და არ დავიღლებით! საქართველო ჩვენია, ერთი ქვეყანა გვაქვს. უკუსვლა იქნება, თუ დავიღალეთ და ჩავაბარეთ ივანიშვილს გაყალბებული არჩევნები. ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიყოთ. ერთი მოსამართლე გამოჩნდა?! შემდეგ მეორე, მესამე გამოჩნდება. სამართალი გაიმარჯვებს. ყოველ ორშაბათს, საღამოობით ვიქნებით პარლამენტთან. ძალიან სწორია, რომ ხალხი არ დაიღალოს, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოისვენოს და ახლიდან შეუდგნენ აქციებს. შედეგი უნდა გამოვაღებინოთ. თუ ივანიშვილს ეს გავუტარეთ, არჩევნები აზრს კარგავს, შემდეგ არჩევნებზე, შესაძლოა, ხალხი აღარც მივიდეს. ის კაცი გვეტყვის, სახლში იყავითო და ის დაგვიწერს ციფრებს“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე არიან კოალიცია „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული რაოდენობაც როგორც სასამართლოს ეზოში, ისე, მიმდებარე ტერიტორიაზეც.

განსაკუთრებული უსაფრთხოებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარს შსს-ს თანამშრომლებმა ბოქლომიც დაადეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან