ჯაბა სამუშიამ სანჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სანჯის უნივერსიტეტთან (სამხრეთ კორეა) თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მედიცინის მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და კვლევით თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ სამხრეთ კორეელ მეცნიერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტი უკვე თანამშრომლობს სანჯის უნივერსიტეტთან და მემორანდუმზე ხელმოწერით ეს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.

„მედიცინის მიმართულებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან სამედიცინო სფეროში დიდი გამოცდილება გაქვთ“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება Primo Vascular System-ის (პირველადი მილოვანი სისტემა) ერთობლივი კვლევა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტთა მობილობა, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სანჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა სხვა ერთობლივი კვლევითი პროექტი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაფართოოთ თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ვაწარმოოთ ერთობლივი კვლევები და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე ჩვენი უნივერსიტეტების მკვლევრებისთვის განვახორციელოთ ერთობლივი პროგრამები“,-განაცხადა სანჯის უნივერსიტეტის პროფესორმა სანგ-სუკ ლიმ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დიმიტრი კორძაიას თქმით, სანჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა გახდება Primo ascular System -ის კვლევისა და სწავლების დასაწყისი საქართველოში, რაც განხორციელდება თსუ მედიცინის ფაკულტეტზე და თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტში.

„ვიზიტის ფარგლებში, კორეელი მეცნიერები მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის დაბადებიდან 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ღონისძიების ფარგლებში ისინი წაიკითხავენ საჯარო ლექციას ახალ, ფართო სამედიცინო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ სისტემაზე - პირველად მილოვან სისტემაზე (Primo ascular System)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ