ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ღიაა ყველა ქვეყანასთან თანასწორობის და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე დაფუძნებული ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ღიაა ყველა ქვეყანასთან თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის.

„რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ის ღიაა ყველა სახელმწიფოსთან თანასწორობის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვის პრინციპებზე დაფუძნებული ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი ყოველთვის ერთგულია ქვეყნებთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ლოგიკის და კონფრონტაციისკენ არ ისწრაფვის.

„მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთთან თანამშრომლობის რაციონალური, დაბალანსებული შეხედულება კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების მცდელობები ილუზიურია.

„რაც შეეხება უკრაინას, არსებითად მტრული კურსი, რომელსაც დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფო ახორციელებს უკრაინის კონფლიქტის ესკალაციისა და გახანგრძლივების მიზნით, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების მიზნით, ღრმად მცდარია. ასეთი ილუზიური გათვლების გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც არ იცის და არ უნდა იცოდეს რუსეთის ისტორია, ვინც არ ითვალისწინებს რუსი ხალხის სულის სიძლიერეს და ერთიანობას“, - აღნიშნა პუტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს