თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება ეცდება, მორჩილი მოსამართლის მიერ გააუქმოს თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება - უნდა ვიაქტიუროთ და ბევრნი ვიყოთ სააპელაციო სასამართლოსთან - ხვალაც უნდა შევიკრიბოთ!

ძალიან მნიშვნელოვანია, ვიაქტიუროთ და ბევრნი ვიყოთ სააპელაციო სასამართლოსთან, რომ ეს საზოგადოებრივი წნეხი სიმართლის დადგენისთვის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმაც იგრძნონ,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დაადასტურა სარჩელი, რომლის თანახმად, ელექტრონულ არჩევნებზე ფარულობა დარღვეული იყო. ბოკუჩავას განმარტებით, ხელისუფლება ამის გადაფარვას ვერ შეძლებს, მაგრამ ეცდება, აღნიშნული მორჩილი მოსამართლით და მორჩილი მოსამართლის გადაწყვეტილებით გააუქმოს.

„ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება. უდიდესი ალბათობით, პროცესი ხვალ იქნება. სხდომა დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა რომ გაიგეს აქციის ადგილი და დრო შევცვალეთ, თვითონაც შეცვალეს განხილვის დრო და ხვალ გადაიტანეს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ამას სხვა ოპოზიციური პარტიები გაიზიარებენ, რომ ხვალაც აუცილებლად სწორედ აქ უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვოს, რომელიც იმ უბნებზე საბოლოო შედეგის გაუქმების საფუძველი გახდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რაც ჩვენ პირველ ინსტანციაში ვიხილეთ. ეს ადასტურებს, რომ თუ თეთრიწყაროში, წალკაში ფარულობა დაირღვა და ამომრჩეველმა ვერ გამოხატა თავისუფალი ნება არჩევნებზე, რაც არის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი თავისუფალი სამართლიანი არჩევნების, ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდებოდა, სადაც კი არჩევნები ელექტრონული წესით ტარდებოდა. ფაქტია, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოსამართლეს აღმოაჩნდა იმის გამბედაობა, რომ სიმართლე ეთქვა და კანონის დადგენილი წესით ეხელმძღვანელა იმისთვის, რომ მიეღო ეს სარჩელი და დაედასტურებინა, რომ ფარულობა დაირღვა. ამის გადაფარვას ისინი ვერ შეძლებენ, მაგრამ ეცდებიან, მორჩილი მოსამართლით და მორჩილი მოსამართლის გადაწყვეტილებით გააუქმონ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიაქტიუროთ და ბევრნი ვიყოთ სააპელაციო სასამართლოსთან, რომ ეს საზოგადოებრივი წნეხი სიმართლის დადგენისთვის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმაც იგრძნონ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის