მამუკა ხაზარაძე - მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ივანიშვილს, რომ სისტემა დამპალია, თევზი თავიდან ლპება

მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ივანიშვილს, რომ სისტემა დამპალია, თევზი თავიდან ლპება. ამ ჭიშკარს კი არ გავუკეთებთ დემონტაჟს, შენ გაგიკეთებთ დემონტაჟს ივანიშვილო შენს ხალხთან ერთად - ჩვენ თითქოს ცხვრების ფარა ვართ აქ და უნდა ვიცხოვროთ ამის ნება-სურვილზე, ასეა არ იქნება! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ხვალ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა მივიდეს, რათა პროტესტი გამოხატოს.

„მეგობრებთან ერთად, თქვენთან ერთად 24 საათი, 7 დღის განმავლობაში, ყოველკვირა ვიქნებით იქ, სადაც სიმართლეს დაცვა სჭირდება, ადამიანს გვერდში დგომა, მაგარ მოსამართლეებს და მებრძოლ ადამიანებს! ხვალ აქ სხდომაა ჩანიშნული. უფრო დიდი პროტესტით გამოვიდეთ და დავუჭიროთ მხარი. ვანახოთ, რომ ის საქართველო, რომელიც ამ სასამართლოს კედლებშია, საქართველოს სასამართლო არ არის, რუსული, დაჭაობებული სასამართლოა. მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ივანიშვილს: სისტემა დამპალია, თევზი თავიდან ლპება, ამ ჭიშკარს კი არ გავუკეთებთ დემონტაჟს, შენ გაგიკეთებთ დემონტაჟს ბიძინა ივანიშვილო შენს ხალხთან ერთად, რომელიც ერთი რამით არის დაინტერესებული, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, კორუფცია. ჩვენ, თითქოს ცხვრების ფარა ვართ აქ და უნდა ვიცხოვროთ ამის ნება-სურვილზე, ასეა არ იქნება! გარანტიას გაძლევთ! არც არასდროს იყო ასე! ბრძოლა ახლა იწყება გამარჯვება ჩვენს ხელშია“,- აღნიშნა ხაზარაძემ.

გარდა ამისა ის იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „ბევრი ხუჭუა გვჭირდება ჩვენ, ბევრი ასეთი ადამიანი გვჭირდება, რომელიც გამოვა და ხმას აიმაღლებს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს