თბილისში დადიანის ქუჩაზე სპორტულ კომპლექსში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი გავრცელებული იყო სპორტული კომპლექსის მეორე-მესამე სართულებზე და ასევე სასხვენო გადახურვაზე, დამწვარია სპორტული მეორადი ინვენტარი, - ამის შესახებ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებთან დადიანის ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მუსელიანმა აღნიშნა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ოპერატიული მართვის ცენტრიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კერებზე მოხდა შესვლა. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოვანი კერების დამუშავება.

ხანძარი გავრცელებული იყო სპორტული კომპლექსის მეორე-მესამე სართულებზე და ასევე სასხვენო გადახურვაზე, დამწვარია სპორტული მეორადი ინვენტარი. სასხვენო გადახურვაში ხანძარი გავრცელებული იყო სასხვენო გადახურვის ხის მასალაზე. ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ამას შესაბამისი მოკვლევა სჭირდება. რაც შეეხება დაშავებულებს, დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ შემოსულა”, - აღნიშნა მუსელიანმა.

შრომითი რეზერვების სპორტდარბაზთან იმყოფებოდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ზარალისა და ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ უფრო დეტალურად მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.

“რაც ყველაზე მთავარია, დაშავებულები არ არიან. ადამიანები შიგნით იმყოფებოდნენ და ამ ადამიანების ევაკუაცია დროულად მოასწრეს. რაც შეეხება ზარალის ოდენობას ან რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და, ალბათ, მომდევნო დღეების განმავლობაში დეტალური ინფორმაცია იქნება ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის