ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების 8 სარჩელის განხილვა დაასრულა და გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

ქუთაისში სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების 8 სარჩელის განხილვა დასრულდა.

მოსამართლეთა კოლეგია საარჩევნო დავებზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

"საია" და "ჩემი ხმა" იმერეთის, ზუგდიდის და აჭარის საარჩევნო ოლქების ნაწილში შედეგების ბათილობას ითხოვენ.

კოლეგიამ წარდგენილი ხუთი შუამდგომლობიდან, მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა და საქმის განხილვას თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება დაურთო.

არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების ნაწილის განხილვა ხვალ დაიწყება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა