კამალა ჰარისი დღეს ღამით მხარდამჭერებს არ მიმართავს

კამალა ჰარისი დღეს ღამით მხარდამჭერებს არ მიმართავს, - ამის შესახებ „დემოკრატიული პარტიის“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის თანათავმჯდომარემ, სედრიკ რიჩმონდმა განაცხადა.

„ხმები ჯერ კიდევ დასათვლელია. არის შტატები, რომელთა შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა“, - განაცხადა სედრიკ რიჩმონდმა.

მისივე თქმით, კამპანია ბრძოლას გააგრძელებს, რათა „ყველა ხმის დათვლა მოხდეს“.

სედრიკ რიჩმონდმა მხარდამჭერებსა და საარჩევნო კამპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!