ირაკლი ქარსელაძე - საუდის არაბეთის განვითარების ფონდმა გამოთქვა მზაობა საქართველოს განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მისაღებად

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საუდის არაბეთის განვითარების ფონდთან, ერთმანეთს გავუზიარეთ ინფორმაცია, როგორც დასრულებულ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის (SFD) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ფაიზალ მოჰამედ ალ-კატანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე კონფერენციის მნიშვნელობას, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შედეგები და გეგმები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

საუდის არაბეთის განვითარების ფონდის მიერ ქართული მხარის მიერ გაზიარებულ შედეგებს მაღალი შეფასება მიეცა და გამოითქვა მზაობა საქართველოს შემდგომი განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.

„მნიშვნელოვანია, რომ საუდის არაბეთის განვითარების ფონდი ძალიან მდიდარი და დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული. ამ პროგრესის და მიღწეული შედეგების ფონზე ძალიან საინტერესო იქნება ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და ახალი პროექტების ერთობლივად განხორციელება. ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს, ეს თანამშრომლობა შეიძლება შეეხებოდეს იმ მრავალფეროვან პროექტებს, რომლებიც გაგვაჩნია, როგორც საგზაო, ასევე წყალმომარაგება-წყალარინების, მუნიციპალური და რეგიონული განვითარების მიმართულებით“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

უწყების ცნობით, შეხვედრას, ასვე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი.

საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენცია ქალაქ რიადში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მას საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების სამინისტრო მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) წარმომადგენლები და შესაბამისი სპეციალისტები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია