ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება

8-15 ნოემბერს ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება.

ილიაუნი კვირეულის განრიგს ავრცელებს.

„1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე. „ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება.“

8-15 ნოემბერს ილიაუნი გიწვევთ ილიას კვირეულზე „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“.

8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ილიას კვირეულის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“.

მომხსენებლები: ბელა წიფურია, გია ნოდია, ნინო დობორჯგინიძე, გიგა ზედანია, ნუკა ღამბაშიძე, სერგო რატიანი; მოდერატორი − ივა ლომიძე

8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში ილიას კვირეულის „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ ფარგლებში გიწვევთ გამოფენის გახსნაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული გაზეთები „დროება“ (1880-1884 წწ.) და „ივერია“ (1889-1901წწ.).

ილიას თხზულებათა რარიტეტულ ექსპონატებს შორის დამთვალიერებელი ნახავს მწერლის მიერ თარგმნილ რომანს, ბუვიეს „იზას“, ასევე მის სიცოცხლეშივე, 1869 წელს, გამოცემულ მოთხრობას „კაცია-ადამიანი?!“.

ორივე ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილიას კვირეულის „ილია: საქართველოს ევროპული პროექტი“ ფარგლებში იწვევს ილიაუნის სტუდენტებს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამაში „ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ“ მონაწილეობის მისაღებად.

სტუდენტები იმოგზაურებენ მე-19 საუკუნის საქართველოსა და ქართულ ლიტერატურაში. თამაშის დაწყებამდე მათთვის მოეწყობა მუზეუმის ტური.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, 10 ნოემბრამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/WiGaJEtxcC4DWgeg8

შენიშვნა: პროგრამაში მონაწილეობას შეძლებს პირველი 30 დარეგისტრირებული სტუდენტი.

15 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას კვირეულის „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ ფარგლებში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული შოუ „წიგნების თარო“ ილიაუნის სტუდენტებს იწვევს თამაშში მონაწილეობის მისაღებად.

„წიგნების თაროს“ მონაწილენი შეეცდებიან უპასუხონ ტრადიციული ფორმატის კითხვებს. სწორი პასუხის ავტორებს „წიგნების თარო“ და ილიაუნი პრიზებით დააჯილდოებენ.

თამაშს პროექტის წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, 12 ნოემბრამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/GGgzAC3AQuwTmxbi9 “,- ნათქვამი ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე