აშშ-ის მომავალი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი - აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოწმეები გავხდით

აშშ-ის ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოწმეები გავხდით, - ამის შესახებ აშშ-ის მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფლორიდაში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა.

„ვფიქრობ, ჩვენ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მოწმეები გავხდით“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ვენსმა დონალდ ტრამპს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად „ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდებულ ეკონომიკურ დაბრუნებას უხელმძღვანელებს“.

ცნობისთვის, სენატორი ჯეი დი ვენსი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს